loader

ტრამპის უხერხული კითხვები რელიგიური ნიშნით დევნის მსხვერპლებს, რომლებსაც ოჯახის წევრები ამოუხოცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრამპის უხერხული კითხვები რელიგიური ნიშნით დევნის მსხვერპლებს, რომლებსაც ოჯახის წევრები ამოუხოცეს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რელიგიური ნიშნით დევნის მსხვერპლებს შეხვდა, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან არიან, მათ შორის:  ჩინეთიდან, თურქეთიდან, ჩრდილოეთ კორეიდან, ირანიდან და მიანმარიდან.

შეხვედრისას მიანმარელმა როჰინჯამ, რომელიც ბანგლადეშში ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობს, ტრამპს ჰკითხა, რას გეგმავდა მიანმარელი ლტოლვილების დასახმარებლად. თუმცა, ამ კითხვაზე პასუხად ლტოლვილს ტრამპმა ჰკითხა, თუ სად იყო მისი ქვეყანა ზუსტად.

შეხვედრაზე იმყოფებოდა ასევე იეზიდი ქალი ნადია მურადი, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა გაიტაცეს. გარდა ამისა, მას ტერორისტებმა დედა და 6 ძმა მოუკლეს. ქალს მამაცობისთვის ნობელის მშვიდობის პრემია გადასცეს, თუმცა შეხვედრაზე ტრამპმა მას სთხოვა აეხსნა, თუ რის გამო მიანიჭეს პრემია.

ამ შეკითხვის გამო გაოცებულმა ქალმა ტრამპს უთხრა რომ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ათასობით იეზიდი ქალი გააუპატიურეს. მან ასევე სთხოვა აშშ-ის პრეზიდენტს, რაიმე მოიმოქმედოს მსგავსი შემთხვევების დასასრულებლად, ვინაიდან ეს სისასტიკე მხოლოდ ერთ ოჯახს არ შეხებია.