loader

ისრაელმა პალესტინელთა სახლები დაანგრია, რომლებიც ხელისუფლების ვერსიით, უკანონოდ აშენდა ან შენდებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელმა პალესტინელთა სახლები დაანგრია, რომლებიც ხელისუფლების ვერსიით, უკანონოდ აშენდა ან შენდებოდა

ისრაელმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე პალესტინელთა იმ სახლების დანგრევა დაიწყო, რომლებიც ხელისუფლების ვერსიით, გამყოფ ბარიერთან უკანონოდ აშენდა ან შენდებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

სახლები სურ-ბახერში აღმოსავლეთ იერუსალიმის განაპირას დაანგრიეს. დანგრევას 10 სახლი დაექვემდებარა. აღნიშნული პროცესის უსაფრთხოებას 700 პოლიციელი და 200 სამხედრო მოსამსახურე უზრუნველყოფდა.

როგორც ადგილზე პალესტინელებმა განაცხადეს, პალესტინის ადმინისტრაციას მიღებული ჰქონდა მშენებლობის ნებართვა. მათ ისრაელი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მიწების მიტაცებაში დაადანაშაულეს. ისრაელის უმაღლესმა სასამართლომ კი დაადგინა, რომ პალესტინელებმა მშენებლობაზე აკრძალვა დაარღვიეს.

ამ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.