loader

რა ბიზნესს ფლობს პუტინის "გასაიდუმლოებული ქალიშვილი" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ბიზნესს ფლობს პუტინის "გასაიდუმლოებული ქალიშვილი"

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა ცნო­ბი­ლი გახ­და - BBC-ის რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი ბი­უ­რო წერს, რომ მა­რია ვო­რონ­ცო­ვა არის კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც ჯან­დაც­ვის კერ­ძო სა­ინ­ვეს­ტი­ციო პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. პრო­ექ­ტის მი­ზა­ნი კი­ბოს­თან ბრძო­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბის და­მუ­შა­ვე­ბაა. მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი რუსი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი არი­ან და ღი­რე­ბუ­ლე­ბა 40 მი­ლი­არ­დი რუბ­ლია.

ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში ტე­ლე­კომ­პა­ნია "რო­სია 1"-ის ეთერ­ში გა­ვი­და სი­უ­ჟე­ტი, სა­ხელ­წო­დე­ბით "რუ­სეთ­ში ბირ­თვუ­ლი მე­დი­ცი­ნის უნი­კა­ლუ­რი ცენ­ტრი გა­იხ­სნე­ბა". ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა პე­ტერ­ბურგთან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას 2021 წელს და­ი­წყებს. ვო­რონ­ცო­ვა კი კომ­პა­ნია "ნო­მე­კოს" დი­რექ­ტორ­თა საბ­ჭოს ერთ-ერთი წევ­რია. პუ­ტი­ნის ოჯახ­თან და­ახ­ლო­ე­ბულ­მა პი­რებ­მა "ბი­-ბი-­სის­თან" და­ა­დას­ტუ­რეს, რომ მა­რია ვო­რონ­ცო­ვა ნამ­დვი­ლად რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლია.

ვლა­დი­მერ პუ­ტინს შვი­ლებ­ზე სა­უ­ბა­რი არა­სო­დეს უყ­ვარ­და. ვო­რონ­ცო­ვას ბი­ოგ­რა­ფი­ის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი მისი სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით გახ­და ცნო­ბი­ლი.

მა­რია ახლა, სა­ვა­რა­უ­დოდ, 34 წლი­საა. 2011 წელს მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, შემ­დეგ კი გა­ი­ა­რა ორ­დი­ნა­ტუ­რა სა­ბავ­შვო ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი­ის გან­ხრით. სწავ­ლობ­და ას­პი­რან­ტუ­რა­შიც, ორი წლის წინ კი სა­კან­დი­და­ტო დი­სერ­ტა­ცია და­იც­ვა.

მა­რია ვო­რონ­ცო­ვა სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მებს ხში­რად ქმრის გვა­რით აქ­ვეყ­ნებს.