loader

სამხედრო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, დაღუპულია ეკიპაჟის ხუთივე წევრი და 12 მშვიდობიანი მოქალაქე - კადრები პაკისტანიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამხედრო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, დაღუპულია ეკიპაჟის ხუთივე წევრი და 12 მშვიდობიანი მოქალაქე - კადრები პაკისტანიდან

პაკისტანში საცდელი ფრენისას სამხედრო თვითმფრინავი შენობას შეეჯახა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ხუთივე წევრი და 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

შემთხვევა საგარნიზონო ქალაქ რავალპინდიში მოხდა.

"შენობა, რომელსაც თვითმფრინავი შეეჯახა, სრულიად განადგურდა", - განაცხადა ოფიციალურმა სამხედრო პირმა შემთხვევის ადგილზე.

ქალაქი რავალპინდი დედაქალაქ ისლამაბადთან ახლოს მდებარეობს, სადაც პაკისტანის არმიის შტაბია განთავსებული.