loader

მედიაში 24 წლის რუსი ესკორტ-გოგონას სასტიკი მკვლელობის დეტალები ვრცელდება და ასევე კადრები, რომელშიც მისი ეჭვიანი თაყვანისმცემელი ჩანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მედიაში 24 წლის რუსი ესკორტ-გოგონას სასტიკი მკვლელობის დეტალები ვრცელდება და ასევე კადრები, რომელშიც მისი ეჭვიანი თაყვანისმცემელი ჩანს

მოსკოვში 24 წლის ეკატერინა კარაგლანოვა სასტიკად მოკლეს, რომელსაც იცნობდნენ, როგორც მოდელს, ესკორტ-გოგონასა და "ინსტაგრამის" პოპულარულ ბლოგერს. გოგონას ცხედარი შიშველი და დანაწევრებული იყო. გოგონა მარტო ცხოვრობდა ნაქირავებ ბინაში და ხშირად მოგზაურობდა. მისი მოგზაურობის პოსტებს "ინსტაგრამზე" 80 000-ზე მეტი გამომწერი ადევნებდა თვალს.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, ეკატერინა ეჭვიანობის გამო მოკლეს. ეჭვმიტანილად მისი ეჭვიანი თაყვანისმცემელი სახელდება. გამოქვეყნდა სადარბაზოში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერიც, რომელშიც ეჭვმიტანილი ჩანს. საეჭვო მამაკაცს ხელში ჩემოდანი უკავია და უკეთია ხელთათმანი, იმის მიუხედავად, რომ იმ მომენტისათვის ქალაქში 30 გრადუსი სიცხე იყო.