loader

"ინსტაგრამზე" ხელისუფლების კრიტიკის გამო 16 წლის ჩეჩენი მოზარდი ტელესიუჟეტში გამოიყვანეს, სადაც ის ტირის და ბოდიშებს იხდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ინსტაგრამზე" ხელისუფლების კრიტიკის გამო 16 წლის ჩეჩენი მოზარდი ტელესიუჟეტში გამოიყვანეს, სადაც ის ტირის და ბოდიშებს იხდის

გროზნოს ტელევიზიამ უჩვენა 46 წუთიანი სიუჟეტი, სადაც ჩეჩენი მოზარდი ხელისუფლების კრიტიკის გამო ტირის და ბოდიშებს იხდის. 16 წლის მაგომედ ახმატოვი ჩეჩნეთის ხელისუფლებას ცრემლით სთხოვს პატიებას იმ კრიტიკული კომენტარების გამო, რომლებსაც ის სოციალურ ქსელში წერდა. კერძოდ, ის ხელისუფლებას კორუფციასა და ურწმუნოებაში ადანაშაულებდა. მის შესახებ თვით რამზან კადიროვისთვის გახდა ცნობილი.

"როცა ვიპოვეთ, აღმოჩნდა, რომ ისეთი ღარიბი ოჯახიდანაა, თვიდან თვემდე თავი ძლივს გააქვთ. მამა არ ჰყავს, მხოლოდ უბედური დედა" , - განაცხადა ჩეჩნეთის მეთაურმა.

ბიჭი ქვეყნის მთავარ მუფტსაც წარუდგინეს, რომელმაც ის დამოძღვრა.
საბოლოოდ, 16 წლის მოზარდმა აღიარა, რომ უჯერებდა ევროპელებსა და სირიელებს და წერდა იმაზე, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. 

"ძალიან ვნანობ. მე ინტერნეტში მომატყუეს. ვეცდები, მსგავსი აღარასდროს განმეორდეს. პატიებას ვითხოვ მთელი ჩეჩენი ხალხისგან", - განაცხადა ტირილით მაგომედ ახმატოვმა.