loader

ოსამა ბინ ლადენის შვილი ჰამზა გარდაცვლილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოსამა ბინ ლადენის შვილი ჰამზა გარდაცვლილია

"ალ-ქაიდას" დამფუძნებლის და ნომერ პირველი ტერორისტის, ოსამა ბინ ლადენის შვილი ჰამზა გარდაცვლილია. ამის შესახებ აშშ-ის სადაზვერვო სამსახური იტყობინება. თუმცა უცნობია ჰამზა ბინ ლადენის გარდაცვალების ადგილი და თარიღი.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის მთავრობამ 1-მილიონდოლარიანი ჯილდო გამოაცხადა ჰამზა ბინ ლადენის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ. ჰამზა ბინ ლადენი დაახლოებით 30 წლის იყო. მან თავისი მამის, ოსამა ბინ ლადენის მკვლელობის გამო რევანშის მიზნით აშშ-სა და სხვა ქვეყნებზე თავდასხმების მოწოდებით აუდიო და ვიდეომიმართვები გაავრცელა.