loader

უმძიმესი კადრები ტეხასიდან, სადაც 21 წლის ბიჭმა 20 ადამიანი დახოცა, 26 კი დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი კადრები ტეხასიდან, სადაც 21 წლის ბიჭმა 20 ადამიანი დახოცა, 26 კი დაჭრა

ტეხასის შტატის ქალაქ ელ-პასოს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 26 კი დაიჭრა. სავაჭრო ცენტრ „ვალმარტში“ მყოფ მოქალაქეებს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს. დაკავებულია 21 წლის თეთრკანიანი, რომლის ვინაობასაც პოლიცია არ ახმაურებს, თუმცა, ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაკავებულის გვარ-სახელი პატრიკ კრუსიუსია.

ელ-პასოს პოლიციის შეფის გრეგ ალენის განცხადებით, დანაშაული ჩადენილია სიძულვილის ნიადაგზე.

სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ გამორბიან ადამიანები სავაჭრო ცენტრიდან. თვითმხილველების თქმით, პანიკის დაწყების შემდეგ სროლა უფრო ინტენსიური გახდა.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

ასევე იხილეთ: სროლა ოჰაიოში: 10 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაიჭრა - დაღუპულია მსროლელიც, რომელმაც მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა

"what the fuck!.." - ვრცელდება კადრები, რომლებიც ოჰაიოში სროლის დროს თვითმხილველმა გადაიღო

თავდასხმების სერია ამერიკაში - ბოლო 24 საათში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცეცხლი უკვე მესამედ გახსნეს, ჩიკაგოში დაჭრილია 11 ადამიანი