loader

საშინელი აფეთქების მომენტი რუსულ სამხედრო ნაწილში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საშინელი აფეთქების მომენტი რუსულ სამხედრო ნაწილში

რუსეთში, კრასნოიარსკის მხარის აჩინსკის რაიონში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი და აფეთქება მოხდა. რეგიონის საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია 20 კილომეტრიანი ზონიდან. ამ ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

სამხედროებმა განაცხადეს, რომ ცეცხლი საარტილერიო ჭურვების დენთის საწყობს მოედო. საწყობის თანამშრომელი სამხედრო მოსამსახურეები და ჯარისკაცები ტერიტორიიდან გამოიყვანეს. ქალაქ აჩინსკის მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდეს და სთხოვეს, არ მიუახლოვდნენ საშიშ ზონას.

მსხვერპლის და დაშავებულების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.