loader

სპეცოპერაცია ინგუშეთში, რომელიც ნამდვილ "ბოევიკს" მოგაგონებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სპეცოპერაცია ინგუშეთში, რომელიც ნამდვილ "ბოევიკს" მოგაგონებთ

ინგუშეთის სოფელ ვოზნესენსკოეში კონტრტერორისტული ოპერაცია ჩატარდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. ამასთან, რაიონში სპეციალური რეჟიმია დაწესებული. ეს გადაწყვეტილება სამართალდამცველებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ძალოვანებსა და "ბოევიკებს" შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, რეგიონის სამართალდამცველებმა მოახდინეს იმ "ბოევიკის" ლიკვიდაცია, რომელიც ტერაქტს გეგმავდა. როგორც ძალოვანებმა გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნეს, ტერორისტი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იყო გამაგრებული. მას დანებება შესთავაზეს, საპასუხოდ მან ცეცხლი გახსნა. სროლის დროს სამართალდამცველებმა მისი განეიტრალება შეძლეს. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ავტომატური იარაღი და საბრძოლო მასალები.