როგორ ერთობა იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი
იტალიის ვიცე-პრემიერი და შს მინისტრი მატეო სალვინი პაპარაცების ობიექტივის "მსხვერპლი" გახდა. ის პროვინცია რავენას ერთ-ერთ კურორტზე, სადაც მუსიკალური ფესტივალი მიმდინარეობს, დაცვის გარეშე გამოიჭირეს. სალვინი თამამად შეუერთდა დამსვენებლებს, მათთან ერთად გაერთო და დიჯეის პულტთანაც კი დადგა.