loader

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არიან დაშავებულები

თურქეთში დღეს მომხდარი 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, 23 ადამიანი დაშავდა, რომლებმაც დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს. ამის შესახებ ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს ხელმძღვანელმა მეჰმეთ გიულიოღლუმ განაცხადა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთით, ქალაქ დენიზლიში, შვიდი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

პროვინციის ჯანდაცვის სამმართველოს ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულები არ არიან. მიწისძვრის შედეგად, ახლომდებარე სოფლებში, რამდენიმე ძველი შენობა დაზიანდა.