X
შეტაკება იერუსალიმში მუსლიმებსა და პოლიციას შორის - დაშავებულია 60-ზე მეტი ადამიანი
17:08 / 11-08-2019
იერუსალიმში, ქალაქის ისტორიულ ცენტრში, ტაძრის მთაზე არაბ-მუსლიმთა თემის წარმომადგენლებსა და ისრაელის პოლიციას შორის დღეს მომხდარი შეტაკების შედეგად, სამოცზე მეტი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ მედიკოსები და სამართალდამცველები აცხადებენ.

კონფლიქტი მუსლიმურ დღესასწაულის - ყურბან-ბაირამის დროს დაიწყო, რომელიც წელს იუდაურ მეხუთე თვის მარხვას დაემთხვა, როდესაც ებრაელები წარსულში დანგრეულ ტაძრებს გლოვობენ.

წითელი ნახევარმთვარის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებულია 61 პალესტინელი, რომელთაგან 15 ჰოსპიტალიზებულია.

თავის მხრივ, პოლიცია ოთხი სამართალდამცველის დაშავების შესახებ იუწყება. მათი ცნობით, ხალხის მასიდან მათი მიმართულებით ქვები, სკამები და სხვა ნივთები ცვიოდა, რასაც ისინი სპეცსაშუალებებით უპირისპირდებოდნენ.

პროტესტი გამოიწვია პოლიციის მიერ იუდეველთათვის წმინდა ადგილების მოლოცვაზე ნებართვამ, რაც მანამდე თავადვე ჰქონდათ აკრძალული.

ტაძრის მთაზე აღმართულია მეჩეთები - ალ-აქსა და ქუბათ ას-საჰრა. ისინი აშენებულია უძველესი იუდაური ტაძრების ნანგრევებზე და თავისი მნიშვნელობით მუსლიმებისთვის მსოფლიოში მესამე წმინდა ადგილია.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც კოსმოსში გამოფენა მოაწყო - ნახეთ უნიკალური ვიდეომასალა სტრატოსფეროდან
ჩხუბი და დასისხლიანებული მონაწილეები რუსულ არხზე - პოლიციამ სტუდიაშივე დააკავა მამაკაცი, რომელსაც 14 წლის გოგონას შეცდენას აბრალებენ