X
რადიაციის დონე რუსეთის ქალაქ სევეროდვინსკში 6-ჯერ გაიზარდა
18:49 / 13-08-2019
რადიაციის დონე რუსეთის ქალაქ სევეროდვინსკში 8 აგვისტოს მომხდარი აფეთქების შემდეგ 4-16-ჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ სააგენტო „როიტერსი“ სააგენტო TASS -ზე დაყრდნობით წერს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთის ამინდის სახელმწიფო სააგენტო „როსგიდრომეტი“ აცხადებს, რომ რადიაციის დონემ ატმოსფეროში დაახლოებით 4-16-ჯერ მოიმატა.

შეგახსენებთ, 8 აგვისტოს რუსეთის არხანგელსკის ოლქში სამხედრო პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.

„როსატომის“ ცნობით, ინციდენტი რაკეტის გამოცდის დროს მოხდა.

გაჩნდა ეჭვი, რომ აფეთქებისას რადიაციის გაჟონვა მოხდა, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ეს ინფორმაცია უარყო. ქალაქის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ რადიაციის დონე უმნიშვნელოდ იყო მომატებული.

არასამთავრობო გარემოსდაცვითი ორგანიზაცია Greenpeace-ი კი ირწმუნება, რომ რადიაციის დონემ ინციდენტის შემდეგ 20-ჯერ მოიმატა.


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც კოსმოსში გამოფენა მოაწყო - ნახეთ უნიკალური ვიდეომასალა სტრატოსფეროდან
ჩხუბი და დასისხლიანებული მონაწილეები რუსულ არხზე - პოლიციამ სტუდიაშივე დააკავა მამაკაცი, რომელსაც 14 წლის გოგონას შეცდენას აბრალებენ
სროლის ვიდეო, რომელიც შაქრო კალაშოვის დაჭერის საფუძველი გახდა - როგორ ჩაცხრილეს "კანონიერი ქურდის" თანამზრახველები მოსკოვში (+18)