loader

შერკინება ცაში - რა მოიმოქმედა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა, როცა ნატოს F-18-მა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოება სცადა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შერკინება ცაში - რა მოიმოქმედა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა, როცა ნატოს F-18-მა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოება სცადა

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა ნატოს F-18 ტიპის გამანადგურებელი მოიგერიეს, რომელმაც რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოება სცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS -ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის Су-27-ის ტიპის თვითმფრინავებმა ნატოს გამანადგურებელს სერგეი შოიგუს თვითმფრინავთან მიახლოების საშუალება არ მისცეს, რომელზეც TASS -ის ერთ-ერთო კორესპონდენტიც იმყოფებოდა.

მათივე ცნობით, შოიგუს თვითმფრინავი კალინინგრადიდან მოსკოვში მიფრინავდა და მის ესკორტში ორი Su-27-ის გამანადგურებელიც შედიოდა. ნატოს F-18 ტიპის გამანადგურებელი მასთან მიახლოვებას ბალტიის ზღვის საერთაშორისო წყლების თავზე შეეცადა.