X
საზარელი მკვლელობა რუსეთში - 16 წლის მოზარდმა დედა, 4 წლის და-ძმა, ბებია და ბაბუა ნაჯახით დახოცა, შემდეგ კი თავი მოიკლა
18:28 / 18-08-2019
რუსეთში, ულიანოვსკის ოლქში, სოფელ პატრიკეევოში 16 წლის მოზარდმა ნაჯახით ოჯახის ხუთი წევრი დახოცა, რომლებიც მასთან ერთად კერძო სახლში ცხოვრობდნენ, ამის შემდეგ კი თავი მოიკლა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გარდაცვლილებს შორის მოზარდის დედა, ბებია-ბაბუა და 4 წლის ტყუპი და-ძმა არიან. მედიის ინფორმაციით, მოზარდი მკვლელობას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე დამნაშავემ მეგობარს გეგმა გაუმხილა, რა დროსაც ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა. ის განიცდიდა, რომ დას და ძმას არ უყვარდათ, დედა კი დასცინოდა.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ყველაფერი, რაც ერაყში განადგურებულ ამერიკულ ბაზაზე ვიცით, რომელსაც ირანმა დაარტყა და რა რეაქციები გამოიწვია მომხდარმა მსოფლიო ლიდერებში
ირანელი რეჟისორების ექვსი კინოშედევრი, რომლებიც მათ ქვეყანასა და ხალხს სხვა კუთხიდან გაგაცნობთ
2020 წლის 3 იანვარს ირანელი გენერალ-მაიორის ესკორტს საჰაერო დარტყმა მიაყენა