კიევში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - სათვალთვალო კამერისა და სპეცოპერაციის კადრებს პოლიცია ავრცელებს
21:49 / 19-08-2019
უკრაინაში, ბორისპოლის აეროპორტის გზაზე უკრაინელმა სამართალდამცველებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს. ისინი ყაჩაღობის ბრალდებით არიან დაკავებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ადგილობრიი პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამი ნიღბიანი პირი კიევის ოლქის ერთ-ერთ სოფელში თავს დაესხა ერთ-ერთ მეწარმეს და მის მეუღლეს. მათ გაკოჭეს სახლის პატრონები, გაიტაცეს ძვირფასეულობა და დიდი ოდენობით თანხა, აგრეთვე მათი კუთვნილი ავტომობილი “ლექსუსი”.
უკრაინელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილები 33, 41 და 43 წლის არიან, რომლებსაც უკრაინაში ცხოვრების უფლება ჰქონდათ.