loader

ამაზონის მსგავსად, ბოლივიის ტყეშიც ხანძარია - დამწვარია 728 434 ჰექტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამაზონის მსგავსად, ბოლივიის ტყეშიც ხანძარია - დამწვარია 728 434 ჰექტარი

ამაზონის მსგავსად, აღმოსავლეთ ბოლივიის ტყეშიც ხანძარია. cnn-ის მონაცემებით, დამწვარია 1.8 მილიონ აკრზე (728 434 ჰექტარი) მეტი ფართობი.

ბოლივიის პრეზიდენტის, პრეზიდენტის ივო მორალესის თქმით, ხანძრის 70%-ზე მეტი ჩამქრალია, თუმცა ცეცხლის კერები მაინც დარჩა, რომელსაც ებრძვიან. 

ამაზონის ტროპიკულ ტყეებში მძვინვარე ხანძარს რამდენიმე დღის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „საერთაშორისო კრიზისი“ უწოდა და ბრაზილიის პრეზიდენტი კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ უმოქმედებაში დაადანაშაულა.

ამაზონის ტყის ხანძარი საფრანგეთში გამართული „დიდი შვიდიანის“ სამიტის ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა იყო. „დიდი შვიდიანის“ ლიდერები ამაზონის ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად 22 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ.