loader

ვრცელდება ვიდეო მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახების ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება ვიდეო მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახების ადგილიდან

მგზავრებმა გადაიღეს ვიდეო, თუ რა ხდებოდა შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახების დროს. მოგვიანებით კადრები ტელეკომპანია РЕН ТВ-მაც გაავრცელა.

რუსული ავიაკომპანია "აეროფლოტის" კუთვნილი თვითმფრინავი იდგა საფრენ ბილიკზე და ემზადებოდა ასაფრენად, რეისის - მოსკოვი-პეკინი შესასრულებლად, რა დროსაც მას შეასკდა გადამზიდავი კომპანიის Royal Flight კუთვნილი ავიალაინერი, რომელსაც ბუქსირით აეროდრომის მისაბმელი გადაჰყავდა.

"აეროფლოტის" მგზავრები თვითმფრინავიდან უვნებლად გადმოიყვანეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.