loader

რუსი ქალი-გამომძიებელი პოლიციის 3 მაღალჩინოსანს ჯგუფურ გაუპატიურებაში ადანაშაულებს - გაუპატიურების სცენა მან სასამართლოზე დახატა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსი ქალი-გამომძიებელი პოლიციის 3 მაღალჩინოსანს ჯგუფურ გაუპატიურებაში ადანაშაულებს - გაუპატიურების სცენა მან სასამართლოზე დახატა

რუსეთის ქალაქ უფაში სკანდალური სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. 23 წლის ქალი-გამომძიებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 მაღალჩინოსანს ჯგუფურ გაუპატიურებაში ადანაშაულებს. როგორც დაზარალებული ამტკიცებს, შემთხვევა გასულ წელს ერთობლივი სუფრის შემდეგ მოხდა. დაზარალებულმა შემთხვევის ადგილად 2 კვადრატული მეტრის ფართობი დაასახელა, რამაც ბრალდებულების ადვოკატებს ეჭვი აღუძრა, როგორ მოთავსდებოდა ასეთ პატარა ტერიტორიაზე 4 ადამიანი. ამის გამო მათ პროცესზე დაფა და მარკერები მიიტანეს და დაზარალებულს სთხოვეს, მომხდარი დაეხატა. ადვოკატების თქმით, დაზარალებული მათ წინადადებას დათანხმდა. სასამართლო პროცესები დახურულია, ამიტომ ჟურნალისტებს საშუალება არ მიეცათ ენახათ, კონკრეტულად რა დახატა ქალმა.