loader

განადგურებული ბაჰამის კუნძულები: დანგრეულია 13 ათასამდე ნაგებობა, 2500-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განადგურებული ბაჰამის კუნძულები: დანგრეულია 13 ათასამდე ნაგებობა, 2500-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება

ქარიშხალ "დორიანის" შედეგად, რომელიც ბაჰამის კუნძულებს დაატყდა თავს, 2500-მდე ადამიანი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ბაჰამის კუნძულების საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კარლ სმითმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მიმდინარეობს მონაცემთა ბაზის დამუშავება. დაკარგულთა სია ჯერ არ შედარებულა ხელისუფლების მიერ ევაკუირებულთა სიასთან.

ქარიშხალი "დორიანი" ბაჰამის კუნძულებს 1-ელ სექტემბერს დაატყდა თავს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად, გარდაცვლილია 50 ადამიანი. კუნძულებზე დანგრეულია 13 ათასამდე ნაგებობა, დატბორილია ტერიტორიები.