loader

ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, კანადის პრემიერის თვითმფრინავს დაეჯახა - კადრები კანადის აეროპორტიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, კანადის პრემიერის თვითმფრინავს დაეჯახა - კადრები კანადის აეროპორტიდან

კანადაში, ქალაქ ვიქტორიას აეროპორტში ავტობუსი, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს თვითმფრინავს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამის შესახებ CBC News-ი იტყობინება.

პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო ვიქტორიაში წინასაარჩევნო აგიტაციისთვის ჟურნალისტებთან ერთად ჩაფრინდა. მედიის წარმომადგენლებისთვის განკუთვნილი ავტობუსი აეროპორტიდან გამოსვლისას თვითმფრინავის ფრთას დაეჯახა. ტრიუდოს შტაბში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის გეგმებში ცვლილებები არ შედის, მაგრამ დაზიანებას პროფესიონალები აუცილებლად შეაფასებენ.