loader

კოკისპირულმა წვიმამ ესპანეთში წყალდიდობა გამოიწვია, გარდაცვლილია და-ძმა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კოკისპირულმა წვიმამ ესპანეთში წყალდიდობა გამოიწვია, გარდაცვლილია და-ძმა

კოკისპირული წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ ესპანეთში ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო "როიტერსი" ადგილობრივ საგანგებო სიტუაციების სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კასტილა-ლა მანჩას რეგიონში მანქანა, რომელშიც 51 და 61 წლის და-ძმა ისხდა, მოვარდნილმა წყალმა წაიღო.

წყალდიდობაა მეზობელ ვალენსიაგას რეგიონშიც, სადაც ორი მდინარე ადიდდა და ათობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მოვარდნილმა წყალმა რამდენიმე მანქანა წაიღო და გზების ჩაკეტვა გამოიწვია ორიუელაშიც.

ვალენსიასა და მურციას რეგიონის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, ვინაიდან სინოპტიკოსები წვიმების გაგრძელებას ელოდებიან.

ხელისუფლება სტიქიის ზონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოუწოდებს, სახლიდან გასვლისგან თავი შეიკავონ.