"ეს სრიცხვილია! წაიყვანეთ თქვენი ქალები სახლში!" - რა დაემართა 3 ჩეჩენ ქალს, როცა მათ კადიროვს დახმარება სთხოვეს
19:07 / 13-09-2019
ჩეჩნეთის ლიდერი ამაზე გაბრაზდა და ქალების ჩეჩნეთში ჩამოყვანა და მათი მხრიდან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა. როგორც კადიროვმა განაცხადა, ქალებიდან "ერთმა ვალები აიკიდა", დანარჩენები კი "სახლიდან ახლობლებმა გამოყარეს."
ჩეჩნურმა მედიამ ქალების მხრიდან დახმარების თხოვნა თაღლითობად შეაფასა. სპეციალურად ამ თემაზე მომზადებულ სიუჟეტში უჩვენეს ქალების ახლობლები და ქმრები, რომლებსაც ჩეჩნეთის მთავრობის მაღალჩინოსანმა მიმართა: "ეს სრიცხვილია! წაიყვანეთ თქვენი ქალები სახლებში!"