loader

კადრები საუდის არაბეთიდან, სადაც დრონებმა ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელ უმსხვილეს ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები საუდის არაბეთიდან, სადაც დრონებმა ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელ უმსხვილეს ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს

დრონებმა საუდის არაბეთის ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელ უმსხვილეს ობიექტებზე, ბოქიაქსა და ჰურაისში თავდასხმა განახორციელეს, რომელმაც გლობალური ენერგიის მარაგზე ძლიერი ხანძარი გამოიწვია, - ინფორმაციას "ესოშიეთიდ პრესი" ავრცელებს.

ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა იემენის ჰოუთის აჯანყებულებმა მსგავსი შეტევები დრონის მეშვეობით ადრეც განახორციელეს.

ამ დროისთვის უცნობია ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ. ასევე უცნობია, თუ რა გავლენას მოახდენს აფეთქება ნავთობის წარმოებაზე.

მთავრობა ოფიციალური განცხადების გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს.