loader

მეტროს ხიდზე შეიარაღებული მამაკაცი აფეთქებით იმუქრება, ამის გამო კიევის მეტროში ჭყლეტაა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტროს ხიდზე შეიარაღებული მამაკაცი აფეთქებით იმუქრება, ამის გამო კიევის მეტროში ჭყლეტაა

კიევში, დნეპრზე გადასასვლელ მეტროს ხიდზე უცნობი შეიარაღებული მამაკაცი ხიდის აფეთქებით იმუქრება. ამის შესახებ „უნიანი“ კიევის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ცნობით, ინციდენტის დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები და სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან.

ამასთან, შეტყობინების შემდეგ, რომელიც მეტროს დანაღმვას უკავშირდება, კიევის მეტროპოლიტენი შეფერხებით მუშაობს. ვრცელდება ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ მეტროს სადგურებში ჭყლეტაა.