loader

მამაკაცი წყალქვეშ ხელის თხოვნის დროს დაიხრჩო: "სუნთქვას საკმარისად დიდხანს ვერ შევიკავებ, რომ ყველაფერი გითხრა, რაც შენში მიყვარს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცი წყალქვეშ ხელის თხოვნის დროს დაიხრჩო: "სუნთქვას საკმარისად დიდხანს ვერ შევიკავებ, რომ ყველაფერი გითხრა, რაც შენში მიყვარს"

ამერიკელმა მამაკაცმა, რომელმაც შეყვარებულს ხელი წყალქვეშ სთხოვა, დაიხრჩო. შემთხვევა ტანზანიაში მოხდა, სადაც წყვილი დასასვენებლად იმყოფებოდა.

სტივენ ვებერი იმ დროს დაიხრჩო, როცა შეყვარებულს დაქორწინებას სთხოვდა. გოგონამ ამის შესახებ "ფეისბუქზე" დაწერა.

"სუნთქვას საკმარისად დიდხანს ვერ შევიკავებ, რომ ყველაფერი გითხრა, რაც შენში მიყვარს. თუმცა, ყველაფერი, რაც შენში მიყვარს, ყოველდღე უფრო და უფრო მიყვარდება. გთხოვ, იყავი ჩემი ცოლი, თანახმა ხარ?" - ეწერა ფურცელზე, რომელიც სტივენმა საყვარელ გოგონას აჩვენა.