loader

მარკეტში დამონტაჟებულმა კამერამ ძლიერი მიწისძვრა გადაიღო - ალბანეთში ორი მიწისძვრის გამო 105 ადამიანი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარკეტში დამონტაჟებულმა კამერამ ძლიერი მიწისძვრა გადაიღო - ალბანეთში ორი მიწისძვრის გამო 105 ადამიანი დაშავდა

ალბანეთში ორი მიწისძვრის გამო 105 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია მედიკოსებზე დაყრდნობით იუწყება.

მათი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებას სწორედ ამ რაოდენობის ადამიანმა მიმართა. მათი უმეტესობა უკვე გაეწერა. ამ დროისთვის ტირანისა და დურესის საავადმყოფოში სულ 10 ადამიანი რჩება.

შაბათს 6 და 5.3 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რასაც შედარებით ნაკლები სიმძლავრის აფტერშოკები მოჰყვა. შედეგად, რამდენიმე ათეული ძველი შენობა დაინგრა.

ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, არმია უკვე ჩაერთო ნანგრევების დასუფთავების საქმეში. მიმდინარეობს მატერიალური ზარალის დათვლა.