loader

თვალებახვეული და ხელებშეკრული მუსლიმი პატიმრები ჩინეთში - დრონის შოკისმომგვრელი კადრები ინტერნეტში გავრცელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თვალებახვეული და ხელებშეკრული მუსლიმი პატიმრები ჩინეთში - დრონის შოკისმომგვრელი კადრები ინტერნეტში გავრცელდა

ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ გადაჰყავთ პოლიციელებს ასობით თვალებახვეული და ხელებშეკრული მამაკაცი მატარებლიდან.

კადრები ჩინეთის სინძიანის რაიონშია გადაღებული. ვიდეო "იუთუბზე" ანონიმურად გასულ კვირას დადეს. გავრცელებული ცნობით, პატიმრები უიგურები და სხვა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან, რომელთაც ლურჯი და ყვითელი ფორმები აცვიათ.

როგორც გარდიანი წერს, კიბერპოლიტიკის საკითხებში მკვლევარის, ნათან რუსერის მოსაზრებით, კადრები ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გასული წლის აგვისტოშია გადაღებული.