როგორ ცდილობს სასოწარკვეთილი ხალხი 5.8 მაგნიტუდის მიწისძვრისგან თავის დაღწევას, სანამ შენობა ჩამოინგრევა
10:28 / 25-09-2019
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ჯელუმიდან 23 კილომეტრის დაშორებით, 10 კილომენტრის სიღრმეზე მოხდა. სტიქიური უბედურების შედეგად ჩამოინგრა ათობით შენობა. ქალაქ ჯელუმთან ახლოს მთლიანად დაინგრა საავტომობილო გზის მონაკვეთი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 19 გარდაცვლილს შორის 3 ბავშვია. შემთხვევის შედეგად 300-ზე მეტი დაშავებული პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.