loader

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - საქართველოს გენერალური საკონსულო ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძლიერი მიწისძვრა თურქეთში - საქართველოს გენერალური საკონსულო ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს

თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით, სტამბოლში საქართველოს საკონსულო საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომერს აქვეყნებს.

„დღეს, თურქეთის დროით 14:00 საათზე, ქალაქ სტამბოლში 5.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. თურქეთის რესპუბლიკის სეისმოლოგიური სამსახურისა და სტამბოლის მერის განცხადებით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ; გთხოვთ საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე +90 541 818 44 00",- აღნიშნულია სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს განცხადებაში.