X
ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოსწყდა - ბოლო 50 წლის განმავლობაში, ეს ყინულოვანი კონტინენტის ყველაზე დიდი დანაკარგია
10:01 / 02-10-2019
ანტარქტიდას 315 მილიარდი ტონა აისბერგი მოსწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, აისბერგის ფართობი 1636 კვადრატული კილომეტრია.

მეცნიერების მტკიცებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი აისბერგია, რომელიც ყინულოვან კონტინენტს მოსწყდა. ისინი აცხადებენ, რომ აისბერგს მუდმივი დაკვირვება სჭირდება, რათა გემებს ოკეანეში გადაადგილებისას საფრთხე არ შეუქმნას.

მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ანტარქტიდიდან აისბერგების მოწყვეტის რაოდენობა გაიზარდა, რასაც კლიმატურ ცვლილებასა და გლობალურ დათბობას უკავშირებენ.



ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ლუკაშენკომ ახალგაზრდა მოდელი ქალების კამპანიაში საზამთრო დაკრიფა, რასაც სოცქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ომი არ იქნება... სააკაშვილის მსგავსი სასოწარკვეთილი მოქმედებების გამეორებას არავინ შეეცდება" - ოსი ჩინოვნიკი [ქართული ტიტრებით]