loader

რა ვითარებაა იაპონიაში, სადაც უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი ტაიფუნი მძვინვარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვითარებაა იაპონიაში, სადაც უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში, ყველაზე ძლიერი ტაიფუნი მძვინვარებს

იაპონიაში ტაიფუნ "ჰაგიბისის" შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37-ს მიაღწია, დაკარგულად კი 20 ადამიანი ითვლება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ქვეყნის მასშტაბით 110 000 მაშველია ჩართული.

ტაიფუნმა ქვეყნის 8 პრეფექტურა დააზარალა. 92 000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ევაკუაციის რეკომენდაცია 7 მილიონამდე მოქალაქეს მისცეს, თუმცა, რეალურად თავშესაფრებს 50 000-მა ადამიანმა შეაფარა თავი. სტიქიის გამო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის სამი მატჩი გაუქმდა.

მეტეოროლოგების ინფორმაციით, ამ დროისთვის ტაიფუნი მნიშვნელოვნადაა შესუსტებული.