loader

ამ სახლის სარდაფში ოჯახი 9 წლის განმავლობაში იყო ჩაკეტილი და "სამყაროს აღსასრულს" ელოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამ სახლის სარდაფში ოჯახი 9 წლის განმავლობაში იყო ჩაკეტილი და "სამყაროს აღსასრულს" ელოდა

ნიდერლანდებში, სოფელ რეინერვოლდთან ახლოს მდებარე სახლში პოლიციამ 58 წლის მამაკაცი და მთელი ოჯახი აღმოაჩინა. ოჯახი, რომელიც 5 წევრისგან შედგება, საკუთარი სახლის სარდაფში 9 წლის განმავლობაში იყო ჩაკეტილი და "სამყაროს აღსასრულს" ელოდა. მათ შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ოჯახის ერთ-ერთიო წევრი, 25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი სოფლის ბარში მივიდა, 5 კათხა ლუდი შეუკეთა და დახმარება ითხოვა. 

ბარის მეპატრონის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი გრძელ თმასა და წვერში და დაგლეჯილ ძველმანებში იყო გამოწყობილი, დათრგულულად გამოიყურებოდა და შეშინებული იყო. მან პერსონალს უამბო, რომ 9 წელია, ის და მისი და-ძმები სახლის სარდაფში არიან ჩაკეტილი და დღის სინათლე არ უხილავთ.

ბარში მისულმა პოლიციამ ახალგაზრდა თან წაიყვანა სახლში, რომლის მისაღები ოთახის უკან კიბე აღმოაჩინეს, რომელიც საიდუმლო სარდაფში ჩადიოდა. სწორედ აქ იმალებოდნენ ოჯახის უფროსი, რომელიც ინსულტის გამო საწოლიდან ვეღარ დგებოდა, და სხვა წევრები. 

ჩაკეტილები საკუთარ ბოსტანში მოყვანილი ბოსტნეულით იკვებებოდნენ, მათ ასევე ჰყავდათ თხა. 

პოლიციამ 58 წლის მამაკაცი დააკავა. მედიის ინფორმაციით, ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და როგორც გაირკვა, სახლის ბინადრების ბიოლოგიური მამა არ აღმოჩნდა. რა დაემართა ახალგაზრდების დედას, ჯერ-ჯერობით უცნობია.