X
სრული ქაოსი მექსიკაში "ელ ჩაპოს" ვაჟის დაკავების სპეცოპერაციისას - სროლები და ქაოსი ქუჩაში, გადამწვარი ბენზინგასამართი სადგურები და ციხიდან გაქცეული პატიმრები
13:40 / 18-10-2019
მექსიკის პოლიციამ ქალაქ კულიაკანში ნარკობარონ ხოაკინ გუზმან ლოერას, იგივე "ელ ჩაპოს" ვაჟი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა დაკავების ფაქტი დაადასტურეს.

ოვიდიო გუზმანის დაკავებას, რომელიც თავის ძმებთან ერთად მამის დაკავების შემდეგ სინალოას კარტელს ლიდერობდა, კულიაკანში ინტენსიური სროლები და არეულობა მოჰყვა.

შეიარაღებულმა პირებმა დაწვეს ავტომობილები და ბენზინგასამართი სადგურები. გავრცელებული ინფორმაციით, ქაოსის დროს ქალაქის ციხიდან პატიმრები გაიქცნენ, თუმცა გაქცეულ პატიმართა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

პოლიცია გარდაცვალების შემთხვევებს ვერ ადასტურებს, თუმცა ადგილობრივმა ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, როგორ წევს ქუჩებში რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სავარაუდოდ, გარდაცვლილები არიან.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ელ ჩაპოს" ვაჟი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც მექსიკის უსაფრთხოების მინისტრმა ალფონსო დურაზომ "როიტერსს" განუცხადა, მათ ოვიდიო გუზმან ლოპესი გაათავისუფლეს, რათა ამ გზით "ადამიანების სიცოცხლე დაეცვათ".

62 წლის ხოაკინ გუზმანი ნიუ-იორკის სასამართლომ ბრალდებულად 10 დანაშაულში, მათ შორის, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრებაში ცნო. ის მექსიკის ციხიდან 2015 წელს გაიქცა, მაგრამ კვლავ დააკავეს და 2017 წელს მისი აშშ-ში ექსტრადირება განახორციელეს. ხოაკინ გუზმანს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.


ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც კოსმოსში გამოფენა მოაწყო - ნახეთ უნიკალური ვიდეომასალა სტრატოსფეროდან
ჩხუბი და დასისხლიანებული მონაწილეები რუსულ არხზე - პოლიციამ სტუდიაშივე დააკავა მამაკაცი, რომელსაც 14 წლის გოგონას შეცდენას აბრალებენ
სროლის ვიდეო, რომელიც შაქრო კალაშოვის დაჭერის საფუძველი გახდა - როგორ ჩაცხრილეს "კანონიერი ქურდის" თანამზრახველები მოსკოვში (+18)