loader

სრული კოშმარი ჩილეში, რომელიც მეტროს გაძვირებას მოჰყვა - 7 გარდაცვლილი, სროლები, დარბევა და გაძარცული სუპერმარკეტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სრული კოშმარი ჩილეში, რომელიც მეტროს გაძვირებას მოჰყვა - 7 გარდაცვლილი, სროლები, დარბევა და გაძარცული სუპერმარკეტები

ჩილეში არეულობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა და ქვეყნის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა, სანტიაგოს გარდა, რამდენიმე სხვა ქალაქშიც გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ანდრეს ჩადვიქმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ძალადობისა და ვანდალიზმის“ ესკალაციის გამო, რომლის შედეგადაც, სულ მცირე, 7 ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა, სანტიაგოს გარდა, ქვეყნის 7 სხვა ქალაქშიც გამოაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, საპროტესტო ტალღის დაწყების დღიდან ქვეყანაში „ძალადობის 70 სერიოზული ინციდენტი მოხდა“, დაფიქსირდა სუპერმარკეტებსა და სხვა ბიზნესობიექტებზე განხორციელებული ვანდალიზმის ფაქტები.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ამ დროისთვის ბრალი 1,500-მდე ადამიანს აქვს წაყენებული.

საპროტესტო აქციები ჩილეში მეტროთი მგზავრობის საფასურის ზრდას მოჰყვა და მასობრივ ანტისამთავრობო დემონსტრაციებში გადაიზარდა. ჩილეს პრეზიდენტმა სებასტიან პინიერამ ორი დღის წინ განაცხადა, რომ მგზავრობის საფასურის გაზრდა აღარ მოხდება.