loader

იტალიელმა დეპუტატმა ევროპარლამენტში პროტესტის ნიშნად თურქული შოკოლადები მოისროლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იტალიელმა დეპუტატმა ევროპარლამენტში პროტესტის ნიშნად თურქული შოკოლადები მოისროლა

ევროპარლამენტში, სადაც თურქეთის მიერ სირიაში განხორციელებული ოპერაცია განიხილებოდა, იტალიელმა დეპუტატმა ანჯელო ჩიოკამ თურქეთის დელეგაციის ნაჩუქარი შოკოლადები დემონსტრაციულად ისროლა. იტალიური მედიის ცნობით, დეპუტატმა ემოციური სიტყვა წარმოთქვა და შემდეგ დარბაზის ცენტრში შოკოლადები ისროლა შეძახილით - "არა თურქეთს! არა თურქეთს!"

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა დევიდ სესოლიმ დეპუტატის საქციელს "უპატივცემულო" და "მიუღებელი" უწოდა. მისი თქმით, მსგავსი ქმედებები ზიანს აყენებს ინსტიტუტის რეპუტაციას. იტალიელ დეპუტატს უფლებამოსილება 5 დღით შეუჩერდა.