loader

მძიმე კადრები ერაყიდან, სადაც მოსახლეობა რეჟიმის შეცვლას და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს - აქციებს 157 ადამიანი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები ერაყიდან, სადაც მოსახლეობა რეჟიმის შეცვლას და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს - აქციებს 157 ადამიანი ემსხვერპლა

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს, გუშინ, ერაყში სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, ირანის მიერ მხარდაჭერილმა გასამხედროებულმა ფორმირებამ კი დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა.

ერაყის ადამიანთა უფლებების დაცვის უმაღლესი კომისიის ინფორმაციით, დაშავებულია 2000-ზე მეტი ადამიანი.

საპროტესტო აქციები ერაყში პირველ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებს და რეჟიმის შეცვლასა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას ითხოვს. ბოლო მონაცემებით, არეულობის დროს 157 დემონსტრანტი და სამართალდამცველი დაიღუპა, 6000-მდე კი - დაშავდა.