loader

ევაკუირებული არნოლდ შვარცნეგერი და ლებრონ ჯეიმსი: კალიფორნიაში ხანძრის გამო 180 000-ზე მეტმა ადამიანმა სახლი დატოვა, მილიონზე მეტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევაკუირებული არნოლდ შვარცნეგერი და ლებრონ ჯეიმსი: კალიფორნიაში ხანძრის გამო 180 000-ზე მეტმა ადამიანმა სახლი დატოვა, მილიონზე მეტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

კალიფორნიის ხანძარი ლოს-ანჯელესში მდებარე ფეშენებელურ სახლებსაც დაემუქრა. "როიტერსის" ინფორმაციით, ათასობით ევაკუირებულს შორის არიან კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი, ცნობილი კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი და მსახიობი კლარკ გრეგი.

კალიფორნიაში ხანძარს ასობით მეხანძრე 24-საათიან რეჟიმში ებრძვის. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ხანძარმა 20 000 ჰექტარი ტყის მასივი გაანადგურა.

საცხოვრებელი სახლის დატოვება 180 000-ზე მეტ ადამიანს მოუხდა. შტატის ნაწილში სასწავლო პროცესი დროებით შეწყვეტილია. ხანძრის გამო ამ დროისათვის მილიონზე მეტ ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება.