loader

ვინ არის ISIS-ის ახალი ლიდერი - ყველაფერი "პროფესორად" წოდებული აბდულა ქარდაშის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ISIS-ის ახალი ლიდერი - ყველაფერი "პროფესორად" წოდებული აბდულა ქარდაშის შესახებ

"ისლამურ სახელმწიფოს" ახალი ლიდერი ჰყავს. "ნიუსვიქის" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი მოკლეს, "ისლამურ სახელმწიფოს" სათავეში სადამ ჰუსეინის არმიის ჯარისკაცი, აბდულა ქარდაში ჩაუდგება.

მედიისთვის ქარდაშის შესახებ ცოტაა ცნობილი, თუმცა "ნიუსვიქის" ინფორმაციით, ის თავად ბაღდადმა წარადგინა აგვისტოში წინამძღოლად.

მისი ასაკი უცნობია, თუმცა გამოჩენისთანავე ის ბაღდადთან ერთად მუშაობდა. მისი მეტსახელი "პროფესორია". მიუხედავად იმისა, რომ ბაღდადის მკვლელობით "ისლამურ სახელმწიფოს" სერიოზული დარტყმა მიაყენეს, ქარდაში ცნობილია, როგორც ერთ-ერთი დაუნდობელი პოლიტიკის გამტარებელი დაჯგუფებაში.