loader

ისრაელი თავდაცვის საგანგებო რეჟიმზე გადადის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ისრაელი თავდაცვის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ისრაელის საჰაერო ძალები საჰაერო თავდაცვის საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით კი, ისრაელის საელჩოების დაცვა გაძლიერდა. ამის შესახებ ინფორმაციას "იერუსალიმ პოსტი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში გაძლიერებულია თავდაცვის სისტემები, რადგან ირანმა შესაძლებელია ფრთოსანი რაკეტებით ან საფრენი აპარატებით თავდასხმა განახორციელოს ისრაელის ტერიტორიაზე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა. მისი თქმით, ირანს სურს გამოიყენოს ერაყი, სირია, ლიბანი და იემენი, როგორც ბაზები ისრაელზე შეტევების განსახორციელებლად.