loader

"მამაჩემს დავუჯერე და მილიარდერი გავხდი" - როგორ იქცა ღარიბი ინდოელი ბიჭი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ დეველოპერად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მამაჩემს დავუჯერე და მილიარდერი გავხდი" - როგორ იქცა ღარიბი ინდოელი ბიჭი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ დეველოპერად

"ჩემი, რო­გორც მე­წარ­მის წარ­მა­ტე­ბა, მა­მა­ჩე­მის ერთი რჩე­ვის შე­დე­გია" - ამ­ბობს ინ­დო­ე­ლი ბჰა­ვინ ტუ­რა­ქია, რო­მელ­მაც ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის და­არ­სე­ბა ჯერ კი­დევ მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში და­ი­წყო.

1990-იან წლებ­ში, რო­დე­საც ინ­დო­ეთ­ში ინ­ტერ­ნე­ტის მოხ­მა­რე­ბის "ბუმი" და­ი­წყო, ძმას­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი გა­მო­ი­მუ­შა­ვა - ისი­ნი მომ­ხმა­რებ­ლებს ვებჰოს­ტინ­გი­სა და დო­მე­ი­ნის სა­ხე­ლის რე­გის­ტრა­ცი­ას სთა­ვა­ზობ­დნენ.

"მა­მა­ჩე­მი ყო­ველდღე, დი­ლის 9 სა­ა­თი­დან ღა­მის 9 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობ­და, რომ რო­გორ­მე თავი გვერ­ჩი­ნა. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახლა გა­მაჩ­ნია, მა­მა­ჩე­მის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ის ბავ­შვო­ბა­ში მუდ­მი­ვად მი­მე­ო­რებ­და ერთ რჩე­ვას - იმ­დე­ნად ხში­რად, რომ ვპა­სუ­ხობ­დით: "ვი­ცით, მამა!" რჩე­ვა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი იყო, სულ ერთი წი­ნა­და­დე­ბა - "ყვე­ლა­ფერს მი­აღ­წევ, თუ გო­ნე­ბა­ში კარ­გად ჩა­ი­ბეჭ­დავ, რისი გა­კე­თე­ბაც გინ­და". თუ ამის გა­თა­ვი­სე­ბას მო­ა­ხერ­ხებთ, მა­შინ­ვე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბით. ფი­ზი­კის ფუნ­და­მენ­ტუ­რი კა­ნო­ნე­ბის დარ­ღვე­ვის გარ­და ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა, თუ გო­ნე­ბას შე­სა­ბა­მი­სად გა­ნა­წყობ", - ამ­ბობს ტუ­რა­ქია.