X
"თუ მათ არ შევაჩერებთ სიკვდილით, ციხით, შეშინებით, ვინც არღვევს ხალხის ერთობას ჭორებისა და შეუსაბამო ინფორმაციის გავრცელებით, აღარაფერი მოხდება" - რამზან კადიროვი
18:37 / 07-11-2019
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ისინი, ვინც ონლაინ "შეურაცხყოფენ სხვების ღირსებას", უნდა მოკვდნენ. ამის შესახებ The Moscow Times-ი "ბიბისის" რუსულ ვერსიაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანახმად, კადიროვი საუბრისას გულისხმობდა რუსეთის კანონს, რომელიც იმ პირთა დასჯას ეხება, რომლებიც სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი "უპატივცემლობას" გამოხატავდნენ.

"თუ მათ არ შევაჩერებთ სიკვდილით, ციხით, შეშინებით, მათ, ვინც არღვევს ხალხის ერთობას ჭორებისა და შეუსაბამო ინფორმაციის გავრცელებით, აღარაფერი მოხდება", - განაცხადა კადიროვმა.

მისი თქმით, ეს არ ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც კანონს არ არღვევენ. "სხვა დანარჩენი ყველა მახინჯი, მოღალატე და ყველა სახის შიზოფრენიკია. ჩვენ ისინი უნდა შევაჩეროთ", - აცხადებს კადიროვი და დასძენს, რომ ის მზადაა ნებისმიერი სასჯელი მიიღოს ამისთვის.

"დაე, დამიჭირონ, ან მომკლან. 45 წლის ვარ, სხვა რისი გაკეთება შემიძლია მსოფლიოსთვის?"- ამბობს კადიროვი.




ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
სამწუხაროდ, კუნძულზე ვირუსი სწრაფად ვრცელდება - რა ვითარებაშია გიორგი ლორია
მეცნიერებმა კორონავირუსის ორგანიზმში შეჭრის კიდევ ერთი გზა დაადგინეს
არის თუ არა უსაფრთხო სასეირნოდ გასვლა? - იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის პასუხი 
პანდემია შეიძლება დასრულდეს მაის-ივნისში, თუმცა... - ამირან გამყრელიძე
კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის მიმართვა, რომელმაც იტალია შეძრა - "არ არსებობს სიტყვები, რომლებიც აღწერს, რა გამოსცადა ჩემმა სხეულმა, სულმა და გონებამ" [ქართული ტიტრებით]
"პირბადეები გაიკეთეთ, რა, მე კორონადან გამოვედი" - ექიმი ჟურნალისტებს
საშიშია თუ არა კორონავირუსი მათთვის, ვისაც გლანდები აქვს ამოჭრილი?
"იანვარში მქონდა ეს ვირუსი" -  კომენტარი, რომელსაც სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა