loader

7 თვის ბავშვი ჩაცხრილვას გადაურჩა - ჩვილმა ცხედრებს შორის 11 საათი გაატარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

7 თვის ბავშვი ჩაცხრილვას გადაურჩა - ჩვილმა ცხედრებს შორის 11 საათი გაატარა

7 თვის პატარა 3 ზრდასრული ადამიანისა და 6 ბავშვის გვამებს შორის ცოცხალი იპოვეს. გვამები ჩრდილოეთ მექსიკაში, მანქანაში ჩაცხრილულები აღმოაჩინეს.

თუმცა პატარა, სახელად ფეიტი, უკანა სავარძელზე იყო დამაგრებული. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ პატარას დედა მანქანიდან გადმოსვლის დროს ჩაცხრილეს, ისევე, როგორც სხვა მშობლები თავიანთი შვილებით, რომლებიც ადგილზევე გარდაიცვალნენ. ფეიტი მანქანაში 11 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ადგილობრივი პოლიცია იუწყება, რომ ოჯახის წევრები შეცდომით ჩაცხრილეს, რადგან მკვლელებს ისინი ნარკოდილერები ეგონათ. ნარკოდილერების ეს დაჯგუფება ადრეც შეუნიშნავთ მცხოვრებლებისთვის საშიში საქმიანობის გამო. 2010 წელს მათ ლებარონების ოჯახი სწორედ ნარკოტიკების გამო დახოცეს.