ვენეციაში სტიქია რეკორდულ მაჩვენებელს უახლოვდება: "დრამატული სიტუაციაა, ეს არის კლიმატური ცვლილებების შედეგი"
15:58 / 13-11-2019
მონიტორინგის ცენტრის ცნობით, ვენეციაში წყალმა ბოლო წლების პიკს - 1,87 მეტრს მიაღწია. ამაზე დიდი მოცულობა მხოლოდ 1923 წელს, 1,94 მეტრი დაფიქსირდა. დატბორილია ტურისტული ადგილები, სახლები, მაღაზიები და კაფე-რესტორნები.
სტიქიამ პელესტრინის კუნძულზე ორი ადამიანი იმსხვერპლა. ვენეციის მერის, ლუიჯი ბრუგნაროს თქმით, ის "საგანგებო მდგომარეობას" გამოაცხადებს.
"დრამატული სიტუაციაა. ვთხოვთ მთავრობას, დაგვეხმაროს. ზარალი დიდია. ეს არის კლიმატური ცვლილებების შედეგი", - დაწერა მერმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე.