loader

რუსეთის პრემიერს ქალმა დაუჩოქა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთის პრემიერს ქალმა დაუჩოქა

რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევს ხნიერი ქალმა დაუჩოქა ალტაის მხარის სოფელ სანნიკოვოს მცხოვრები რუსეთის პრემიერის წინაშე მუხლებზე დაეცა იმის გამო, რომ 140 ბინიან კორპუსს დიდი ხანია ცხელი წყალი არ მიეწოდება და მოსახლეობა ადგილობრივ ჩინოვნიკებთან ხვეწნა-მუდარამ დაღალა.

"დამღალა ყველა ინსტანციაში სიარულმა. მე-2 ჯგუფის ინვალიდი ვარ. 3 წელია ცხელი წყალი არ გვაქვს. კორპუსში 140 ბინა ცხელი წყალის გარეშეა დარჩენილი. იცით, მე ასთმა მაქვს, თანმხლები დაავადებებიც დამემართა და ამის გამო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. სახლში მხოლოდ 10 გრადუსი სითბოა. ჩემთვის გაციება არ შეიძლება." - მიმართა ქალმა პრემიერს.

დიმიტრი მედვედევმა მოქალაქეს აღუთქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მას დაუყოვნებლივ შეხვდებიან და პრობლემა გადაიჭრება.