loader

შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ჰონგ-კონგში - დაშავებულია 64 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ჰონგ-კონგში - დაშავებულია 64 ადამიანი

ჰონგ-კონგში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გრძელდება. დახურულია სკოლები და გადაკეტილია ავტომაგისტრალები, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ოთხშაბათს მომხდარი შეტაკების შედეგად 64 ადამიანი დაშავდა. მათ შორის ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დემონსტრანტებმა დაწვეს მანქანები და შენობები, პოლიციის შენობებსა და მატარებლებში ააფეთქეს ხელნაკეთი ყუმბარები, დაარბიეს სავაჭრო ცენტრები და უნივერსიტეტების ბლოკირება განახორციელეს.

შავებში შემოსილმა დემონსტრანტებმა და სტუდენტებმა მთავარი გზები გადაკეტეს, მათ შორის, ჰონგ-კონგისა და კოულუნის დამაკავშირებელი ქროს-ჰარბოუს გვირაბი. პოლიციამ გვირაბთან ახლოს ცრემლსადენი გაზი გაუშვა, თუმცა დემონსტრანტების დაშლა ვერ შეძლო.

ანტისამთავრობო აქციები ჰონგ-კონგში მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო. პროტესტი ექსტრადირების შესახებ კანონპროექტმა გამოიწვია, რომელიც ეჭვმიტანილების ჩინეთში ექსტრადირების გამარტივებას გულისხმობდა. მთავრობამ კანონპროექტი გაიწვია, თუმცა დემონსტრაციები არ წყდება. აქციის მონაწილეები დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.