loader

"კოღოებივით გვხოცავენ, ჩვენი სიცოცხლე მათთვის არაფერს ნიშნავს" - არაოფიციალური ინფორმაციით, ირანში აქციების დროს 200-მდე ადამიანი დახოცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კოღოებივით გვხოცავენ, ჩვენი სიცოცხლე მათთვის არაფერს ნიშნავს" - არაოფიციალური ინფორმაციით, ირანში აქციების დროს 200-მდე ადამიანი დახოცეს

Amnesty International-ის ინფორმაციით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, სულ ცოტა, 106 ადამიანი დახოცეს. ბრიტანული ორგანიზაცია ირანის უსაფრთხოების ძალებს „გადამეტებული ძალის“ გამოყენებაში ადანაშაულებს.

"21 ქალაქის მასშტაბით, სულ ცოტა, 106 პროტესტანტი დახოცეს. დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა ბევრად მეტი იყოს. ზოგიერთი ცნობით, ის 200-მდე აღწევს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

Amnesty International-ის ცნობით, უსაფრთხოების ძალები ბევრ შემთხვევაში ოჯახებს ცხედრებს არ აძლევენ ან აიძულებენ მათ, მიცვალებულები ჩუმად დამარხონ.

ირანის ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ცნობებით, დაკავებულია დაახლოებით 1000 დემონსტრანტი.

ირანში მასშტაბური პროტესტი საწვავის ფასის ზრდამ გამოიწვია.