loader

გამომძიებელმა მძევლად ცოლ-შვილი აიყვანა - სპეცრაზმმა სახლი შტურმით აიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გამომძიებელმა მძევლად ცოლ-შვილი აიყვანა - სპეცრაზმმა სახლი შტურმით აიღო

რუსეთის ფედერაციის ქალაქ როსტოვის ცენტრში სპეცოპერაცია ჩატარდა. საქმე ისაა, რომ საგამოძიებო კომიტეტის მოქმედმა პოდპოლკოვნიკმა სერგეი ტკაჩოვმა მძევლად ცოლ-შვილი აიყვანა.

უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ სახლი, რომელშიც გამომძიებელი მძევლებთან ერთად იმყოფებოდა, სპეცრაზმმა შტურმით აიღო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მანამდე მამაკაცმა ბავშვი გაათავისუფლა.

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც პოდპოლკოვნიკთან ჩხრეკის ჩასატარებლად საგამოძიებო ჯგუფი მივიდა. როგორც ცნობილია, ტკაჩოვი ერთ-ერთი მაღალჩინოსნის საქმეში ფიგურირებს, რომელსაც სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებას ედავებიან.