loader

მძიმე კადრები: წყალდიდობის გამო საფრანგეთისა და იტალიის დამაკავშირებელი ხიდი ჩატყდა, მთლიანობაში სტიქიამ ამ დრომდე 4 ადამიანი იმსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები: წყალდიდობის გამო საფრანგეთისა და იტალიის დამაკავშირებელი ხიდი ჩატყდა, მთლიანობაში სტიქიამ ამ დრომდე 4 ადამიანი იმსხვერპლა

წყალდიდობის გამო ჩამონგრეულია იმ ხიდის 30-მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც იტალიასა და საფრანგეთს აკავშირებს. საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარ წყალდიდობას კი, სულ მცირე, 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი კრისტოფ კასტანერი სტიქიის ზონაში დაზარალებულებთან და მაშველებთან შესახვედრად გაემგზავრა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც ასობით სახლი დაიტბორა. წყალდიდობის გამო საფრანგეთის ზღვისპირა ალპების რეგიონში საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონის რამდენიმე ქალაქის მოსახლეობას საცხოვრებელი სახლების დატოვებისა და უსაფრთხო ზონაში გადასვლისკენ მოუწოდა.